„თუ ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირეს, მაშინ პროცესები იქნებ უმართავი და მართლაც შეიძლება მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებმადე. ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ტემპერატურა ამ დონემდე არ აიწიოს“, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არჩევნების შემდეგ მოსალოდნელ ვითარებასთან დაკავშირებით საუბრისას.
როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, საპროტეტსო ტალღა მანამ არ ჩაცხრება, ვიდრე ხელისუფლება ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავს. ოპოზიციის ეს მოთხოვნა, გარდა ხელისუფლებისა, მიუღებელია საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც ხმა „ოცნებას“ მისცა.
„ასეთი საფრთხის წინაშე ჩვენი ქვეყანა რამდენჯერმე უკვე იდგა. ყველას კარგად ახსოვს სამოქალაქო დაპირისპირებამ რა შედეგამდეც მიგვიყვანა. შემდეგ 2003 წელს, როცა რუსთაველის პროსპექტზე ორი აქცია იმართებოდა, ერთი იქით იდგა, მეორე - აქეთ, მაგრამა მაშინ სიტუაცია განმუხტა იმან, რომ შევარდნაძე გადადგა. 2012 წელს ამ საფრთხეს გადავრჩით. ამიტომ მსგავსი განცხადებები კონტრაქციებთან დაკავშირებით ძალიან საფრთხის შემცველია და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ როგორმე ტემპერატრამ აიწიოს, რადგან იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაკარგავს კონტროლს იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც მათ ხმა მისცა, მართლაც შეიძელბა მივიდეთ საქმოქალაქო დაპირისპირებამდე.
„მაგრამ დღეს ასეთი საფრთხე არ ჩანს, ეს აქციებიც დაიშლება. ხელისუფლება არ უნდა მოქცეულიყო ისე, რომ საქმე პროტესამდე მისულიყო“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.