საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ 8 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა:
„8 ნოემბერს წყდება ვართ თუ არა ჩვენ ერი, თავმოყვარე ხალხი, გვინდა არსებობა, თავისუფლება, მომავალი, თუ ბიძინა ივანიშვილი მართალია და ყველაფერი შეიძლება გადაატაროს ისე, რომ საბოლოოდ, მონობაში და ფეხქვეშ გაგვიგოს. ეს საკითხი წყდება ხვალ. ამიტომ ახლა, როგორც არასდროს, როდესაც ყველა ოპოზიციური ძალა გაერთიანდა, როდესაც ადამიანების ამბიციები აღარაფერს ნიშნავს, როცა დაგვიდგა მთავარი საკითხი ყოფნა-არყოფნის, ჩვენი ერის გაქრობის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, მინდა, მოვუწოდო ყველა ჩემს მომხრეს, დადგეს ქუჩაში ხალხთან ერთად. არის მომენტები, როდესაც ეს არის პოლიტიკის კეთების ერთადერთი და უმაღლესი ფორმა, ეს არის ერის თვითგადარჩენის ერთადერთი ფორმა.
მე ამ ბრძოლაში ბოლომდე ვარ ჩართული. 8 ნოემბერს დამატებით გამოვაცხადებ ჩემ პირად გეგმებს და რა თქმა უნდა, მე ვიქნები ერთ-ერთი თქვენგანი. ისევე როგორც ახლა, ყველამ უნდა ჩავკიდოთ ხელი. ძალიან დიდი იმედი მაქვს თითოეული თქვენგანის. ქართველი ახალგაზრდების, რომლითაც ძალიან ვამაყობ, ჩვენი ძველი აქტივისტების და ახალშეძენილი ხალხის, აპოლიტიკურების, ვისაც უყვარს საქართველო და სჯერა მისი მომავლის. ახლა არ ვიყოფით ჩვენ პარტიებით, არ ვიყოფით წარსულის სხვადასხვა გაუგებრობის მიხედვით, ახლა ვერთანდებით, ძალა ერთობაშია საქართველოს გადაარჩენს ერთობა“, - განაცხადა სააკაშვილმა.