გოგა ხაინდრავა: ოპოზიცია, ყველაზე დიდი მიტინგს 8 ნოემბერს რომ დანიშნავს, ეს ან ცინიზმია ან იდიოტიზმი

გოგა ხაინდრავა: ოპოზიცია, ყველაზე დიდი მიტინგს 8 ნოემბერს რომ დანიშნავს, ეს ან ცინიზმია ან იდიოტიზმი

დღევანდელი ოპოზიცია, ყველაზე დიდი მიტინგს 8 ნოემბერს რომ დანიშნავს, ეს არის ან ცინიზმი ან იდიოტიზმი, - ამის შესახებ კონორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„როდესაც ყველაზე დიდ აქციას, რომელმაც ქვეყნის მომავალი და არჩვენების ბედი უნდა გადაწყვიტოს, ნიშნავ 8 ნოემბერს, ან ცინიკოსი ხარ, ან იდიოტი, სხვანაირად ამის გაგება შეუძლებელია და რომელი უნდათ რომ იყვნენ?! „ნაციონალური მოძრაობა“ რაც არის გასაგებია, მაგრამ ყველა დანარჩენს, ვინც მიტმასინილია, მაგათ ნავში ზის და გულშემატკივარია, რომელი უნდა იყვნენ - თვითონ აირჩიონ“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გაერთიანებული ოპოზიცია 8 ნოემბერს პარლამენტთან შეკრებას გეგმავს, სადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებს.