კოვიდინფიციფრების 2 901 შემთხვევიდან 1 060 თბილისში გამოვლინდა

კოვიდინფიციფრების 2 901 შემთხვევიდან 1 060 თბილისში გამოვლინდა

დღეს გამოვლენილი 2 901 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 060 შემთხვევა, აჭარაში - 461, იმერეთში - 340, ქვემო ქართლში - 181, შიდა ქართლში - 199, გურიაში - 68, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 369, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 78, სამცხე-ჯავახეთში - 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

ამ ეტაპზე, 14 680 აქტიური ინფიცირებული შემთხვევაა. 4 691 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 316, აჭარაში - 740. მძიმე პაციენტი გვყავს 641, მათ შორის, თბილისში - 332, აჭარაში - 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 322 პირი, მათ შორის, თბილისში - 160, აჭარაში - 92. 2 879 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 449 - აჭარაში, ხოლო 971 - თბილისში. 7 110 პირი მკურნალობს ბინაზე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 57 753 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-ს შეადგენს. გარდაიცვალა 475 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.