ჯო ბაიდენი: მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და არ გაყოფს

ჯო ბაიდენი: მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და არ გაყოფს

აშშ-ს 46 პრეზიდენტმა თანამემამულეებს მიმართა. ჯოზეფ ბაიდენმა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის გაერთიანების პირობა დადო.

„მე ვიქნები პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და არ დაყოფს. არ ვაპირებ შტატები რესპუბლიკურად და დემოკრატიულად დავყო. ამ პოსტზე იმიტომ მოვდივარ, რომ ამერიკული სული აღვადგინო და ამერიკა კვლავ პატივსაცემი ქვეყანა გავხადო მსოფლიოში. მესმის იმ ადამიანების იმედგაცრუება, ვინც ტრამპს მისცა ხმა, მაგრამ შევახსენებ მათ, რომ მეც მაქვს არჩევნები ორჯერ წაგებული. მოდით თავი დავანებოთ ხისტ რიტორიკას, შევამციროთ დაძაბულობა, მოვუსმინოთ ერთმანეთს და შევწყვიტოთ მტრის ძებნა,“-განაცხადა ბაიდენმა.

წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.