საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ქართველი ხალხის სახელით ვულოცავ გამარჯვებას არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, საქართველოს დიდი ხნის მეგობარს და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, - დაწერა გიორგი გახარიამ Twitter-ზე.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან.
მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში გაიმარჯვა და საერთო ჯამში, ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 273 ხმა აქვს.