„ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებზე ნათლად აჩვენა საკუთარი ერთგულება ევროატლანტიკური გზისადმი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია Twitter-ზე წერს.
„საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება მისასალმებელია. ქართველმა ხალხმა პანდემიის პირობებში გააკეთა არჩევანი და ნათლად აჩვენა საკუთარი ერთგულება ევროატლანტიკური გზისადმი. ყველა ხარვეზი გამოსწორდება, რომ მეორე ტურში ხმის მისაცემად თავისუფალი და სამართლიანი გარემო იყოს უზრუნველყოფილი“, - აცხადებს პრემიერი.