დღეს საქართველოში ინფიცირებულთა უმეტესობა არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი ქრონიკული პათოლოგია ინფიცირებამდე არ ჰქონიათ. კორონავირუსმა გამოიწვია მათი ჰოსპიტალიზაცია, დამძიმება, ინტენსიურ თერაპიაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოხვედრა და ერთეულ შემთხვევებში - ლეტალური შედეგიც კი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„დამკვიდრებულია აზრი, რომ კორონავირუსი განსაკუთრებულ საფრთხეს მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის წარმოადგენს, თუმცა ეს არაა სრული ჭეშმარიტება. დღეს საქართველოში ინფიცირებულთა უმეტესობა არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი ქრონიკული პათოლოგია ინფიცირებამდე არ ჰქონიათ. კორონავირუსმა გამოიწვია მათი ჰოსპიტალიზაცია, დამძიმება, ინტენსიურ თერაპიაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოხვედრა და ერთეულ შემთხვევებში - ლეტალური შედეგიც კი. ამიტომ აზრი, რომ კორონავირუსი მარტივი დაავადებაა, არასწორია“, - განაცხადა რატიანმა.