ჯო ბაიდენი: როდესაც ხმების დათვლა დასრულდება, მე და სენატორ ჰარისს გამარჯვებულად გამოგვაცხადებენ

ჯო ბაიდენი: როდესაც ხმების დათვლა დასრულდება, მე და სენატორ ჰარისს გამარჯვებულად გამოგვაცხადებენ

„დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ხმების დათვლის დასრულებისთანავე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ როდესაც ხმების დათვლა დასრულდება, მე და სენატორ ჰარისს გამარჯვებულად გამოგვაცხადებენ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ამერიკელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მალე გახდება ცნობილი.

„მოვუწოდებ ყველას, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. პროცესი მუშაობს. ხმების დათვლა სრულდება. მალე გავიგებთ შედეგებს. ყველა ხმა უნდა დავითვალოთ“, - დასძინა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კომისიებს 5 შტატის მონაცემები აქვთ დასათვლელი. Fox News-ის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, რომელი კანდიდატის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი ნევადის, ალასკის, პენსილვანიის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის მოსახლეობამ. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღებს ამომრჩეველთა კოლეგიის 60 ხმას. ბაიდენს გამარჯვებისთვის 6, ტრამპს კი 56 ხმა სჭირდება.