აშშ ბელარუსს მოუწოდებს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს

აშშ ბელარუსს მოუწოდებს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს

აშშ ბელარუსს მოუწოდებს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს, რომელსაც დამოუკიდებელი დამკვირვებლები გაუწევენ მონიტორინგს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

„აშშ კვლავ მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციისა და ოპოზიციის მხარდამჭერების დევნა და ყური უგდოს ბელარუსი ხალხის მოთხოვნას, რომელიც დამოუკიდებელი დაკვირვების ქვეშ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ეხება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

5 ნოემბერს, ეუთომ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობა შეწყვიტოს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმოს და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

 

 

Aburjga Tasmanieli გიჟები!
3 წლის უკან