მედია: საბერძნეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავა

მედია: საბერძნეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ „ისლამური სახელმწიფოს“ (დაეში) ერთ-ერთი ლიდერი დააკავა. ტაჯიკეთის 27 წლის მოქალაქემ თავშესაფარი საბერძნეთში რამდემიმე წლის წინ მიიღო.

მედია წერს, რომ 2016 წელს, ის თურქეთის გავლით სირიაში ჩავიდა, სადაც წვრთნებში ჩაერთო. ის სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით სამხედრო შეტაკებებში მონაწილეობდა.