დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

„კანონიერი ხმების გათვალისწინებით, მე იოლად ვიმარჯვებ საპრეზიდენტო არჩევნებში. დამკვირვებლებს თავიანთი სამუშაოს რაიმე ფორმით განხორციელების საშუალება არ მისცეს და შესაბამისად, ამ პერიოდში მიღებული ხმები არაკანონიერ ხმებად უნდა განისაზღვროს. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ეს!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

მანამდე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დემოკრატები“ არჩევნების მოპარვასა და გაყალბებას ცდილობენ.

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მესამე დღეს კვლავ უცნობია, თუ ვინ გაიმარჯვა არჩევნებში და ვინ შევა თეთრ სახლში. შტატებში ისევ გრძელდება ხმის დათვლა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება ეს პროცესი. განახლებული პროგნოზით, რომესაც „ფოქს ნიუსი“ აქვეყნებს, ბაიდენს კვლავ 264 საარჩევნო კოლეგიის ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 214.

ჯო ბაიდენს დამატებით 6 დელეგატის ხმა სჭირდება იმისთვის, რომ მოიგოს, ამიტომ ახლა ყველაზე დიდი ყურადღება დელავერის შტატისკენაა მიმართული, რომლის ხმების 80% დათვლილია და აქ სწორედ ჯო ბაიდენი ლიდერობს. ამ შტატის მოგების შემთხვევაში, ქვეყნის პრეზიდენტი დემოკრატი ბაიდენი ხდება.

არიზონას შტატში დონალდ ტრამპმა დამატებით 42 000 ხმა მიიღო და ჯო ბაიდენთან სხვაობა შეამცირა, ოფიციალური წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელების კანდიდატი ჯო ბაიდენს მხოლოდ 46 ათასი ხმით ჩამორჩება. დასათვლელია 200 000 ბიულეტენი.