ეუთოს მისია დონალდ ტრამპს აკრიტიკენ

ეუთოს მისია დონალდ ტრამპს აკრიტიკენ

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებები საარჩევნო პროცესზე დარღვევების შესახებ უსაფუძვლოა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობას ასუსტებს. ამის შესახებ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია ნათქვამი.

„უსაფუძვლო განცხადებები სისტემატიური დარღვევების შესახებ, რომელიც გვესმოდა აშშ-ის პრეზიდენტისგან, მათ შორის, არჩევნების დღესაც, საზოგადოების ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ასუსტებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა არჩევნების შედეგების ფალსიფიცირების შესახებ არაერთგზის განაცხადა და რამდენიმე შტატში ხმის დათვლის პროცესის შეჩერებაც მოითხოვა. ბოლო მონაცემებით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატი ჯო ბაიდენი ლიდერობს.

გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან, სულ მცირე, 270 ხმას მოიპოვებს.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბმა მიჩიგანის შტატში ხმების დათვლის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.