Fox News: „დემოკრატიული პარტია“ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ინარჩუნებს

Fox News: „დემოკრატიული პარტია“ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ინარჩუნებს

ტელეკომპანია Fox News-ის პროგნოზით, „დემოკრატიული პარტია“ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას ინარჩუნებს.

Fox News-ის მონაცემებით, „დემოკრატიული პარტია“ წარმომადგენელთა პალატაში 232 ადგილს მიიღებს, „რესპუბლიკური პარტია“ - 197 ადგილს, „ლიბერტარიანები“ - ერთ ადგილს, ხოლო კიდევ 5 ადგილი ვაკანტური რჩება.

აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ.