კანადის ქალაქ კვებეკში მომხდარი თავდასხმისას, 2 ადამიანი დაიღუპა

კანადის ქალაქ კვებეკში მომხდარი თავდასხმისას, 2 ადამიანი დაიღუპა

კანადის ქალაქ კვებეკში მომხდარი თავდასხმისას, 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 5 კი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of India ავრცელებს.

ინციდენტი ჰელოუინის დროს მოხდა. შუა საუკუნეების დროინდელ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი განმვლელებს ხანჯლით დაესხა თავს.

თავდასხმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

პოლიციამ მომხდარის შესახებ შეტყობინება ადილობრივი დროით ღამის 11-ის ნახევარზე მიიღო. სამართალცამველებმა დამნაშავის დაკავება 3-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად შეძლეს, ის ძველს პორტთან ახლოს დაკავეს. სპეცოპერაცის მიმდინარეობის პერიოდში ხელისულფებამ შემთხვევის ადგილთან ახლოს მცხოვრებ მოსახეოლბას ქუჩაში გამოსვლისგან თავის შეკავება ურჩია.

წინასწარიი ცნობით თავდამსხმელი პირადი მოტივით მოქმედებდა.