ჯო ბაიდენი: ვირუსის დასამარცხებლად ჯერ ტრამპის დამარცხებაა საჭირო, რადგან იგი თავად ვირუსია

ჯო ბაიდენი: ვირუსის დასამარცხებლად ჯერ ტრამპის დამარცხებაა საჭირო, რადგან იგი თავად ვირუსია

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხება ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გადალახვის წინაპირობაა. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა ფილადელფიაში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე განაცხადა.

„სიმართლე ის არის, რომ ვირუსის დასამარცხებლად ჯერ ტრამპის დამარცხებაა საჭირო, რადგან იგი თავად ვირუსია“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

„დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ასევე შეშფოთება გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების გამო, რომ ექიმები ხელოვნურად წევენ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელს.

„ეს თავდასხმაზე მეტია. ეს სირცხვილია. ტრამპი თავად სირცხვილია“, - დასძინა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. საყოველთაო არჩევნების ფარგლებში ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 9.2 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 230 934 ადამიანი გარდაიცვალა.