#8 მაჟორიტარულ ოლქში, გლდანში, 13:00 საათისთვის 115 უბნიდან დათვლილია 31 უბანი, რაც 26%-ს წარმოადგენს. ამ დრომდე აღნიშნულ ოლქში უპირატესობას ოპოზიციის საერთო კანდიდატი ნიკანორ მელია ფლობდა, თუმცა ბოლო ერთ საათში მას რამდენიმე ხმით გადაუსწრო მმართველი პარტიის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა.
ამ დროისთვის მონაცემები ასეთია- 43.41% ანუ 7944 ხმა მიიღო ლევან კობიაშვილმა, ხოლო 43.35% ანუ 7932 ხმა ნიკანორ მელიამ. მათ შორის სხვაობა, 12 ხმაა.
ისევე როგორც გლდანის ოლქში, ასევე თბილისის სხვა ოლქებშიც, მეორე ტურია მოსალოდნელი.