„ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს სპეციალურ ბრიფინგზე განუცხადა.
„ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოჰპარა ქართველ ხალხს მომავალი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს ხალხის აზრი და ბედი, მას არ აინტერესებს არც დასავლეთის აზრი, მან იცის მხოლოდ ერთი ენა – რუსული და ამ ენაზე გაცემული ბრძანებები კრემლიდან. ის ყოველთვის მოახერხებს საქართველოში იპოვოს ღარიბი ადამიანები, რომელთა მოსყიდვა და დაშინება მას არ გაუჭირდება.
ჯალაღონია ამბობს, რომ „მეორე ტურში მოგება იმ პირობებში, რა პირობებშიც ატარებს მას ცესკო და რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში, მას გამარჯვება გაუჭირდება“.