არჩევნებში 60 პარტია მონაწილეობდა და პოტენციურად 9 პარტიაა პარლამენტში შემსვლელი. ეს იმას ნიშნავს, რომ - 51 პარტია არაფრის გამკეთებელი არაა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ სპეციალურ გამოშვება „არჩევნები 2020“-ის ეთერში, კონსტიტუციონალისტმა ლევან ბოძაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, 51-მა პარტიამ 1%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკაში ყოფნას არანაირი აზრი არა აქვს, უბრალოდ ბიულეტენებს აფუჭებენ.
„მე ვისურვებდი, რომ პატარ-პატარა პარტიები შესულიყო, სულ ყველა პარტია, რომ იყოს პარლამენტში და გეტყვით რატომ - ხალხს დაენახა, ესენი რისი გამკეთებელი არიან. 60 პარტია მონაწილეობდა და 9 პარტიაა პოტენციურად პარლამენტში შემსვლელი. ეს იმას ნიშნავს, რომ 51 პარტია არაფრის გამკეთებელი არაა. მათ ერთპროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პოლიტიკაში ყოფნას არანაირი აზრი არა აქვს, უბრალოდ ბიულეტენებს აფუჭებენ. რატომღაც ყველას ჰქონდა ამბიცია, რომ ამ 1%-იან ბარიერს გადალახავდა, მაშინ, როდესაც მილიონ დახარჯულმა პარტიებმა 3-4%-საც ვერ მიაღწიეს, აღმოჩნდა, რომ ეს 1% რთული გადასალახია“, - განაცხადა ბოძაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხს განვითარების ორი ეტაპი აქვს და მათ შორის ერთ-ერთია რამდენად დაიცავს ოპოზიცია თავის ხმებს.
„განვითარებას ორი ეტაპი აქვს: პირველი, რამდენად დაიცავს ოპოზიცია თავის ხმებს და მეორე, რა მოხდება 3 ნოემბერს აშშ-ში. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გაიმარჯვებს ბაიდენი, თუ გაიმარჯვებს ტრამპი. ბუნებრივია, ამასაც გარკვეული ეფექტი ჩვენს არჩევნებზე ექნება“, - აღნიშნა ბოძაშვილმა.