აზრთა სხვადასხვაობა აფხაზეთის სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე(VIDEO)

აზრთა სხვადასხვაობა აფხაზეთის სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე(VIDEO)

აფხაზეთზე გავლით რუსეთში სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე საუბარმა ქართველ პოლიტიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ქვეყნის პრეზიდენტი და საპარლამენტო უმცირესობა ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი კი ამბობს, რომ საქმის კურსში არ არის, რადგან აფხაზეთის ხელმძღვანელობისთვის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით არავის მიუმართავს. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რკინიგზის აღდგენაზე საუბარი დაიწყო, თუმცა, გრძელვადიანი პროცესის კონკრეტულ დეტალებზე ჯერ ხელისუფლებაც არ საუბრობს.