კახა ოქრიაშვილი: მეც იარაღით დავდივარ

კახა ოქრიაშვილი: მეც იარაღით დავდივარ

მეც იარაღით დავდივარ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დიმიტრი შაშკინს, რომელიც დღეს ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილდებოდა, იარაღის ტარების უფლება აქვს.

„მაგრად ვიგებთ, 65 პროცენტით ვიგებთ. იარაღის ტარების უფლება აქვს და მეც გადავაადგილდები იარაღით“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინია გადაღებული. სავარაუდოდ, ფოტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ შაშკინი აქტივისტებთან ერთად იმყოფება და შეიარაღებულია.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.