პარიზში სამართალდამცველებმა ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავეს

პარიზში სამართალდამცველებმა ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავეს

პარიზში სამართალდამცველებმა ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავეს, რომელიც პოლიციელებს ემუქრებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულს ორი დანა ჰქონდა, რომლითაც პოლიციელებს დაემუქრა. ინციდენტი პარიზის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

29 ოქტომბერს, საფრანგეთში, ნიცაში მდებარე ტაძარში მომხდარი ტერაქტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთ-ერთ ქალს თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა, რამდენიმე ადამიანი კი დაიჭრა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 21 წლის ტუნისელია. არსებული ინფორმაციით, საუბარია ვინმე ბრაჰიმ აუისაუიზე, რომელიც საფრანგეთში იტალიის გავლით ოქტომბერში ჩავიდა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანენის განცხადებით, ქვეყანაში უფრო მეტი თავდასხმებია მოსალოდნელი, ვინაიდან საფრანგეთი ისლამისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ომშია ჩართული.