ვრცელდება ფოტო, რომ ბოლნისში ზონდერები გადაადგილდებიან

ვრცელდება ფოტო, რომ ბოლნისში ზონდერები გადაადგილდებიან

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომ ბოლნისში ზონდერები გადაადგილდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოზე გამოსახული პირები დევი ჭანკოტაძის ახლობლები არიან.

მანამდე სოციალურ ქსელში ასევე გავრცელდა ფოტო, რომელზეც დიმიტრი შაშკინი იარაღითაა. იგი ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში გადადგილდებოდა. ფოტოზე ჩანს, რომ მას იარაღი აქვს და მხარდამჭრებთან ერთადაა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს - ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.