საქართველოში კორონავირუსის 1673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2881 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2881 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2881 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ეს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 38936 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22691-ს შეადგენს. გარდაიცვალა 307 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 3001 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4136 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2245-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.