ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, ყველა ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 55-56%-დან 63%-მდე მხარდაჭერა აქვს

ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, ყველა ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 55-56%-დან 63%-მდე მხარდაჭერა აქვს

ჩემი პროგნოზით, რომელიც თანხვედრაშია სოციოლოგიურ კვლევებთან, იგებს „ქართული ოცნება“, რამდენიმეს შესაძლოა დასჭირდეს მეორე ტური, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ 55-56%-დან 63%-მდე მხარდაჭერა აქვს.

„ყველა ავტორიტეტული სოციოლოგიური კვლევა, როგორც ქართული ასევე მაღალი რეპუტაციის ინგლისური და ამერიკული კვლევა, ყველა კვლევაში არის გარკვეული ცდომილება, მაგრამ ყველა ავტორიტეტული კვლევა ადასტურებს, რომ 55-56%-დან 63%-მდე მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნებას“და ეს დაახლოებით ემთხვევა პარტიულ შიდა კვლევებს.

ჩემი პროგნოზით, რომელიც თანხვედრაშია სოციოლოგიურ კვლევებთან, იგებს „ქართული ოცნება“, რამდენიმეს შესაძლოა დასჭირდეს მეორე ტური“, - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.