წელს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პატრიარქი საარჩევნო უბანზე არ მივა – მიზეზს ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს

წელს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პატრიარქი საარჩევნო უბანზე არ მივა – მიზეზს ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წელს პირველად, არჩევნებზე არ მივა. ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

მისივე თქმთ, უწმინდესი ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს.

რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება საპატრიარქოში, ამ კითხვით „პრაიმტაიმნიუსი“ უწმინდესის პირად ექიმს ცისანა შარტავას დაუკავშირდა.

„პატრიარქის თავს კარგად გრძნობს, წნევები აწუხებს, ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს. ალბათ უფრო ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – გვითხრა ცისანა შარტავამ.