პაატა იმნაძე: მოსახლეობა წესებს უკეთ იცავს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

პაატა იმნაძე: მოსახლეობა წესებს უკეთ იცავს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია. მისივე თქმით, მოქალაქეები აუცილებელ რეკომენდაციებს ახლა შედარებით უკეთ იცავენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

ამასთან, როგორც იმნაძემ აღნიშნა, წელს ქვეყანაში გაციებით მიმდინარე დაავადებები ისეთივეა, როგორიც ბოლო ორ წელიწადში იყო, თუმცა ახლა გაციების ნაცვლად, კოვიდის შემთხვევებია.

„ეპიდემიოლოგიური სიუტუაცია სტაბილურია, შემთხვევების მკვეთრი მატება არ არის. საბედნიეროდ, ჩვენი გაანგარიშებით, მოსახლეობამ ცოტა მეტად დაიწყო ელემენტარული წესების დაცვა, ნიღბების ტარება, დისტანციის დაცვა, რაც ძალიან კარგია და მივესალმებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, რადგან წინ გვაქვს ზამთარი, შესაბამისად, მოიმატებს ზამთრის ვირუსიები. დღეს გაციებით მიმდინარე დაავადებები, რასაც მუდმივად აღვრიცხვათ ხოლმე, ზუსტად ისეთივეა, როგორც შარშან და შარშანწინ იყო, ოღონდ ყველა სხვა ვირუსი ჩაანაცვლა კოვიდმა. გარდა რინოვირუსებისა (მსუბუქად მიმდინარე ვირუსები). ფაქტობვრივად, ავადობა ზუსტად ისეთივეა, როგორიც იყო შარშან და შარშან წინ, ოღონდ გაციების მაგივრად, არის კოვიდი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.