ვერ დამისახელებთ ვერცერთ სფეროს, სადაც არ არის ხელშესახები პროგრესი და ამას მხოლოდ პიარის კუთხით კი არა, ამას საზოგადოება გრძნობს ყოველ ფეხის ნაბიჯზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„თვითკმაყოფილებით არავინ არის შეპყრობილი და კარგად ვხედავთ იმ გამოწვევებს, რომლებზეც ადეკვატური პასუხი ჩვენ კიდევ წლების განმავლობაში გვჭირდება. მაგალითად, იმისთვის, რომ ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას სიღარიბე. სიღარიბის მაჩვენებელი მსოფლიო ბანკის მონაცემებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს იყო 30 პროცენტი და დღეს იმავე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით არის 19-ნახევარი პროცენტი, ეს არის ხელშესახები პროგრესი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.