სპაგეტი ტომატის სოუსში ჩალაგებული გუფთებით

სპაგეტი ტომატის სოუსში ჩალაგებული გუფთებით

ინგრედიენტები

სპაგეტი - 400 გ

საქონლის ხორცის ფარში - 500 გ

ხახვი - 1 თავი

ნიორი 4-5 კბილი

პომიდორი 2 ცალი

ტომატპასტა - 2 ჩ/კ

მარილი და პილპილი

ბაზილიკი ან რეჰანი/შაშკვლავი

ზეთი - გუფთების შესაწვავად

ზეითუნის ზეთი - ან კარაქი სპაგეტისთვის

კვერცხი - 1 ცალი

მომზადების წესები

სპაგეტი: აადუღეთ ქვაბში წყალი. დაიმახსოვრეთ სპაგეტის მოხარშვის პროპორციები: 1000 მლ წყალზე 100 გ სპაგეტი, 10 გ მარილი.

გუფთები: ხახვი დაჭერით წვრილად, შეურიეთ ხახვის ფარშს, შაზავეთ მარილითა და პილპილით, დაუმატეთ კვერცხი. გააკეთეთ ბურთები, ამოავლეთ ფქვილში.

ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით გუფთები, დაუმატეთ პომიროდი და მოშუშეთ. ტომატის პასტა გახსენით წყალში და დაუმატეთ ტაფაში. შეაზავეთ სანელებლებით: პილპილით, მარილით, დაჭყლეტილი ნივრით, სურვილესამებრ დაუმატეთ ქორფა ბაზილიკი ან რეჰანი.

მოხარშულ და გადაწურულ სპაგეტის დაუმატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი ან კარაქი და მოაყარეთ მარილი.

ღრმა თეფშში აურიეთ ტომატის სოუსში ჩალაგებულ გუფთებში სპაგეტი და ისე მიიტანეთ სუფრასთან.