საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა

საფრანგეთში განმეორებითი ლოკდაუნი დღეიდან შევიდა ძალაში. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ქვეყნაში დახურება რესტორნები, ბარები და მაღაზიების უმრავლესობა. მოსახლეობა გარეთ გასვლა მხოლოდ საპატიო მიზეზის შემთხვევაში შეძლებს. შეზღუდვები მინიმუმ 1-ელ დეკემბრამდე იმოქმედებს.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით 1 282 769 ადამიანი დაინფიცირდა, 36 020 პაციენტი გარდაიცვალა, 115 287 კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.