გარდაცვლილია ბაჩო ახალაიას ბიძაშვილი, სუს-ის განყოფილების ყოფილი უფროსი, ყოფილი ძალოვანი - გაირკვა მსხვერპლთა ვინაობა

გარდაცვლილია ბაჩო ახალაიას ბიძაშვილი, სუს-ის განყოფილების ყოფილი უფროსი, ყოფილი ძალოვანი - გაირკვა მსხვერპლთა ვინაობა

რამდენიმე საათის წინ გორთან ახლოს, ცენტრალურ მაგისტრალზე, გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 დაშავდა.

გარდაცვლილებს შორის არის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას ბიძაშვილი, ელვარდი ახალაია. გარდა ამისა, დაღუპულია სუს-ის რეგიონალური განყოფილების ყოფილი უფროსი ილია (ირაკლი) გაწერელიაა, ასევე ვიცე-პოლკოვნიკი, ყოფილი ძალოვანი ოთარ ჯიქია. დაღუპულია მძღოლიც, ხოლო  ტრაილერის მძღოლი, რომელიც გაჩერებულ მიკროავტობუსს შეეჰახა მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია.

წუხელ ღამით ერთმანეთს ავტობანზე სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.