დონალდ ტრამპი: მე პოლიტიკოსი არ ვარ

დონალდ ტრამპი: მე პოლიტიკოსი არ ვარ

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავს პოლიტიკოსად არ თვლის. ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა.

„ჩემი განცხადებები არ ჰგავს ვაშინგტონელი პოლიტიკოსების ტიპიურ განცხადებებს. ეს იმიტომ, რომ მე პოლიტიკოსი არ ვარ. მე არ ვთამაშობ პოლიტიკური „ისტებლიშმენტის“ წესებით. მე იმისთვის გავხდი პრეზიდენტი, რომ ამომრჩევლების კეთილდღეობისთვის მებრძოლა უფრო მეტად, ვიდრე ვინმე იბრძოდა ჩემამდე“, - წერს თეთრი სახლის ლიდერი.