საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევიდან 683 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში - 381, იმერეთში - 313, ქვემო ქართლში - 117, შიდა ქართლში - 59, გურიაში - 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 60, კახეთში - 19, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 11“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1696 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტო.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 19 810, გარდაიცვალა 285 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.