ისინი 31 ოქტომბრის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკურ სპეცოპერაციაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო დამხობას, არეულობის მოწყობასა და შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებას გულისხმობს, - განაცხადა უკრაინელმა ჟურნალისტისმა ოლეგ დეინეკამ უკრაინაში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთან დაკავშირებულ ზრახვებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოში გასამართ არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, უკრაინასა და საქართველოში დაწესებული ყველა საკარანტინე ნორმის დარღვევით, საქართველოში 49 უკრაინელი სახელმწიფო მოხელე ჩამოვა.
„რეფორმების საბჭოს სააკაშვილი ეგოისტური მიზნებისთვის იყენებს და ამ ეგოისტურ მიზანს არც ფარავს. პირიქით, მას როგორც მიღეწევას ისე ასაღებს. უკრაინის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მან გამოაქვეყნა ფოტო ყაზახ მილიარდერ სემბაევთან, რომელმაც განაცხადა, რომ სააკაშვილის პროექტებს დააფინანსებს და არა მხოლოდ უკრაინასა და ყაზახეთში, არამედ სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებშიც.
ეს გამოყენებული იქნება ამ ქვეყნებში მოქმედი ხელისუფლების დასამხობად, მღელვარებისა და შეიაღაღებული დაპირისპირების ორგანიზებისთვის. ამას მოწმობს ის ინფორმაცია, რომელიც უკრაინის უმაღლესი რადიდან მივიღეთ, რომ 31 ოქტომბერს, 02:00 საათზე, უკრაინასა და საქართველოში დაწესებული ყველა საკარანტინე ნორმის დარღვევით, ქვეყანას 49 სახელმწიფო მოხელე დატოვებს. კერძოდ, დეპუტატი და „რადაში“ მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ სამდივნოს 8 წარმომადგენელი. ისინი 31 ოქტომბრის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკურ სპეცოპერაციაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლების უკანონო დამხობას, არეულობის მოწყობასა და შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირებას გულისხმობს“, - განაცხადა ოლეგ დეინეკამ.