პოლ ჯოიალი: სააკაშვილის ხელახლა გამოჩენა პრემიერ-მინისტრობის პოტენციურ კანდიდატად, საქართველოში დემოკრატიას ხელს ვერ შეუწყობს

პოლ ჯოიალი: სააკაშვილის ხელახლა გამოჩენა პრემიერ-მინისტრობის პოტენციურ კანდიდატად, საქართველოში დემოკრატიას ხელს ვერ შეუწყობს

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის ხელახლა გამოჩენა პრემიერ-მინისტრობის პოტენციურ კანდიდატად საქართველოში დემოკრატიას ხელს ვერ შეუწყობს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი უსაფრთხოების დარგში, პოლ ჯოიალი „ქრონიკასთან“ საუბარში აცხადებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება მასობრივი მობილიზაციისა და შეკრებების შესახებ კოვიდაფეთქების დიდ საფრთხეს ქმნის, რაც ქართველ ხალხს დიდი რისკის წინაშე აყენებს.

„ფრანგები უარყოფენ ამ კვლევით ორგანიზაციაში უკრაინის წარმომადგენლების არსებობას. როგორც ჩანს, უკრაინაში ეს კომპანია ფრანგული კომპანიის სახელს იყენებს. კოვიდკრიზისის დროს ისეთი განცხადებების გაკეთება, როგორიცაა მასობრივი მობილიზაცია, ლენინური ლოზუნგების მსგავსად, მოვუწოდებ ხალხს გარეთ გამოსვლისკენ, შეკრებისკენ, ძალიან სახიფათოა როგორც ხალხისთვის, ისე მათი ნათესავებისა და მეგობრებისთვის, რადგან ვიცით, რომ მსოფლიოს მასშტაბითაც ასეთი შეკრებები კოვიდაფეთქების დიდ საფრთხეს ქმნის. ეს ქართველ ხალხს დიდი რისკის წინაშე აყენებს და ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ჩვენ ვიცით, მიშა სააკაშვილის ისტორია და მისი ქცევა. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის ხელახლა გამოჩენა პრემიერ-მინისტრობის პოტენციურ კანდიდატად საქართველოში დემოკრატიას ხელს ვერ შეუწყობს პოლ ჯოიალი“, - განაცხადა პოლ ჯოიალიმ.