მართა ლობჟანიძე: შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში უნდა გადაზრდილიყო, რათა უბანზე არჩევნები ჩაშლილიყო (ვიდეო)

მართა ლობჟანიძე: შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში უნდა გადაზრდილიყო, რათა უბანზე არჩევნები ჩაშლილიყო (ვიდეო)

შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში უნდა გადაზრდილიყო, რათა უბანზე არჩევნები ჩაშლილიყო, - ამის შესახებ „ქრონიკას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, მართა ლობჟანიძემ განუცხადა, რომელიც ბოლნისის საარჩევნო შტაბის ლოჯისტიკის სამსახურის თანამშრომელი იყო.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 31 ოქტომბერს დაგეგმილია არულობის მოწყობა საარჩევნო უბნებზე.

„შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში უნდა გადაზრდილიყო, რათა უბანზე არჩევნები ჩაშლილიყო, ან ბიულეტენების გაუქმება ან ამომრჩევლების უბნიდან გაყრა უნდა მომხდარიყო. ვემიჯნები „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც მუდმივად არეულობას შიშს, დესტაბილიზაციას გეგმავს“, - განაცხადა მართა ლობჟანიძემ.