პასუხი პრეზიდენტს. მთავრობა ეკონომიკურ ამნისტიას არ იღებს. მიხეილ სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს ფინანსთა სამინისტრო ნეგატიურ გამოვლინებად აფასებს. აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციას იზიარებენ უმრავლესობის წევრები და ის ბიზნესმენებიც, რომლებიც წლების განმავლობაში გადასახადებს დროულად იხდიდნენ. ეკონომისტები კი პიარ-სვლაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ ქვეყნის პირველი პირი საკუთარი გარემოცვის გადარჩენას ცდილობს. იმ ბიზნესმენებს შორის, რომლებსაც სახელმწიფოს წინაშე ყველაზე მეტი დავალიანება აქვთ დაგროვილი, სწორედ ძველ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან, მათ შორის: კობა ნაყოფია, ლაურა ღაჭავა და თემურ ჭყონია.