გარედან ხრაშუნა, შიგნით ფუმფულა - იტალიური პური ჩაბატას სახლური რეცეპტი

გარედან ხრაშუნა, შიგნით ფუმფულა - იტალიური პური ჩაბატას სახლური რეცეპტი

ინგრედიენტები

წყალი - 1 1/2 ჭიქა

მარილი - 1 1/2 სკ

შაქარი - 1 სკ

ზეითუნის ზეთი - 1 სკ

ფქვილი - 3 1/4 ჭიქა

საფუარი - 1 1/2 სკ

მომზადების წესები

წყალში გახსენით საფუარი, დაუმატეთ მარილი და ფქვილი. ფქვილი დაუმატეთ ნელ-ნელა და არ შეწყვიტოთ ზელა. მოზილეთ მკვრივი ცომი, თავზე გადააფარეთ და დაასვენეთ 15 წუთით.

ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ დაფაზე, გაყავით ორ ტოლ ნაწილად და დააგუნდავეთ. აიღეთ ორი ჯამი, წაუსვით ზეითუნის ზეთი და შიგნით მოათავსეთ ცომის გუნდა. კვლავ გადააფარეთ თავზე და დააყოვნეთ 20 წუთით. შემდეგ მიეცით ოვალური ფორმა, თავზე გადააფარეთ და 45 წუთით დააყოვნეთ.

გამოაცხვეთ პური 200 გრადუსზე 25-30 წუთით.