როგორ ავსებდა "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ პარტიულ ბიუჯეტს - გურჯაანის პროკურატურა ახალ მასალებს სწავლობს. საქმეში ფიგურირებენ ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალის რწმუნებული და ადგილობრივი მაღაზიების მფლობელები. წვრილი მეწარმეები ამტკიცებენ, რომ არჩევნების წინ სოფლის რწმუნებულმა ყოფილი მმართველი პარტიის ანგარიშზე თანხა იძულებით გადაარიცხინა. საუბარია 300 000 ლარზე. დღეს ეს ადამიანები კამერების წინ ღიად საუბარს ერიდებიან, თუმცა ყველა მათგანმა ჩვენება უკვე მისცა-გარდა რწმუნებულისა. გამოძიების ინფორმაციით, ჯემალ ნიაზოვი საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ საპირისპიროს ჰყვებიან ადგილობრივები.