ჰილარი კლინტონი ამომრჩეველთა კოლეგიის წევრი გახდა

ჰილარი კლინტონი ამომრჩეველთა კოლეგიის წევრი გახდა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამომრჩეველთა კოლეგიის წევრი გახდა, რაც მას საშუალებას მისცემს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სასურველ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

„მე გავხდი კოლეგიის წევრი ნიუ-იორკში. დარწმუნებული ვარ, საშუალება მომეცემა მხარი დავუჭირო ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს“, - განაცხადა კლინტონმა Sirius XМ-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა არჩევნებში გამარჯვების გარანტიას არ აძლევს. გადამწყვეტი ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა ხმებია. 2016 წლის არჩევნებში ჰილარი კლინტონს ხმა 3 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა, ვიდრე დონალდ ტრამპს, თუმცა ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები ტრამპის სასარგებლოდ განაწილდა. 2017 წელს ჰილარი კლინტონი ღიად აცხადებდა, რომ ამომრჩეველთა კოლეგიის ინსტიტუტი გასაუქმებელი იყო.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.