ილჰამ ალიევი: თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს დარჩენილ ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ

ილჰამ ალიევი: თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს დარჩენილ ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ

თუ სომხეთი ნებაყოფლობით არ დატოვებს დარჩენილ ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ იქიდან გავაძევებთ, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

„ომი უკვე ერთი თვეა გრძელდება. ჩვენი ხალხისთვის ეს სამამულო ომია. ჩვენს მიწებს დამპყრობლებისგან ვათავისუფლებთ. ეს საერთაშორისო სამართლისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის სახით მტარვალებს ებრძვიან.

„მთელი პლანეტა, მთელი მუსლიმური სამყარო ხედავს, თუ რა სახის მტარვალებს ვებრძვით. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ვერაფერი შეგვაჩერებს ”, - დასძინა აზერბაიჯანის ლიდერმა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.