ნიცაში დანით შეიარაღებული კაცი ბაზილიკაში მყოფებს თავს დაესხა, არის მსხვერპლი

ნიცაში დანით შეიარაღებული კაცი ბაზილიკაში მყოფებს თავს დაესხა, არის მსხვერპლი

დანით შეიარაღებული კაცის თავდასხმის შედეგად ნიცაში სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტი ქალაქის ცენტრში, ბაზილიკასთან მოხდა. ნიცის მერის, კრისტიან ესტროსის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან 10 წუთში დააკავეს. მისივე თქმით, ყველაფერი ტერაქტზე მიანიშნებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს ნიცის ცენტრში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.