მელანია ტრამპი: ჩემი მეუღლე მებრძოლია, მას ეს ქვეყანა უყვარს და თქვენთვის იბრძვის

მელანია ტრამპი: ჩემი მეუღლე მებრძოლია, მას ეს ქვეყანა უყვარს და თქვენთვის იბრძვის

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე მებრძოლია და იგი თეთრ სახლში კიდევ ოთხი წლით უნდა დარჩეს.

„დონალდ მებრძოლია, მას ეს ქვეყანა უყვარს და თქვენთვის იბრძვის“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.

აშშ-ის პირველმა ლედიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ კორონავირუსის კრიზისს გადალახავს.

„ჩენ ვიცით, რომ ამერიკა ამ მოულოდნელ პრობლემას გადალახავს. ვიცი, რომ ბევრ ადამიანს შეეხო ეს უხილავი მტერი“, - განაცხადა მან.

აშშ-ის პირველი ლედის თქმით, ის ყოველთვის არ ეთანხმება იმას, თუ როგორ ამბობს მისი მეუღლე თავის სათქმელს.

„ყოველთვის არ ვეთანხმები იმას, თუ როგორ ამბობს თავის სათქმელს, თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია ელაპარაკოს ხალხს, რომელსაც ემსახურება. დონალდი თეთრ სახლში უნდა დავტოვოთ, რათა დაამთავროს დაწყებული საქმე“, - დასძინა მან.

აშშ-ში საყოველთაო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება. საყოველთაო არჩევნების ფარგლებში ამერიკელები ქვეყნის პრეზიდენტს, წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატორების 1/3-სა და 13 გუბერნატორს აირჩევენ.