ბაიდენი ლუკაშენკოს გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

ბაიდენი ლუკაშენკოს გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ბელარუსის პრეზიდენტის გარემოცვას სანქციების დაუწესდეს.

„საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააფართოვოს ლუკაშენკოს დაქვემდებარებაში მყოფი პირების სია, რომლებიც მოპარულ სიმდიდრეს ოფშორებში მალავენ. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, ამ თემაზე ევროპელ პარტნიორებთან აქტიურად ვიმუშავებ. მოკავშირეებთან ერთად შევიმუშავებ ბელარუსში დემოკრატიის მხარდაჭერის გეგმას“, -აღნიშნა ჯოზეფ ბაიდენმა.