სომხეთის პრემიერის მეუღლე: ხვალიდან, ქალთა რაზმი სამხედრო მომზადებას დაიწყებს და რამდენიმე დღეში სამშობლოს საზღვრების დასაცავად გავემგზავრებით

სომხეთის პრემიერის მეუღლე: ხვალიდან, ქალთა რაზმი სამხედრო მომზადებას დაიწყებს და რამდენიმე დღეში სამშობლოს საზღვრების დასაცავად გავემგზავრებით

სომხეთის პრემიერის მეუღლემ, ანა აკოპიანმა განაცხადა, რომ „სამხედრო მომზადების გავლასა და მთიან ყარაბაღში სამშობლოს საზღვრების დასაცავად წასვლას აპირებს“.

„ხვალიდან, ქალთა რაზმი, რომელიც 13 ადამიანისგან შედგება და რომელთა შორის მეც ვარ, სამხედრო მომზადებას დაიწყებს. რამდენიმე დღეში სამშობლოს საზღვრების დასაცავად გავემგზავრებით. მტერს სამშობლო და ღირსება არ უნდა დავუთმოთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერის მეუღლემ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.