საფრანგეთში ისლამისტმა ჰაკერებმა ათობით ვებგვერდზე შეტევა განახორციელეს

საფრანგეთში ისლამისტმა ჰაკერებმა ათობით ვებგვერდზე შეტევა განახორციელეს

საფრანგეთში ათობით ვებგვერდი ისლამისტების ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ვებგვერდებზე გამოჩნდა ლოზუნგები, ისლამის გამარჯვებისა და საფრანგეთის სიკვდილის მოწოდებით, ემანუელ მაკრონი კი ღორის ფორმით გამოსახეს.

კიბერთავდასხმის მიზეზი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება გახდა, რომელიც ემანუელ მაკრონმა პარიზში სკოლის პედაგოგის მკვლელობის შემდეგ გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება.