ბადრი ესებუას მამა საინტერესო კომენტარს აკეთებს: „დღეს ან ხვალ გამოვა ჩემი შვილი და ნახავთ...“

ბადრი ესებუას მამა საინტერესო კომენტარს აკეთებს: „დღეს ან ხვალ გამოვა ჩემი შვილი და ნახავთ...“

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი დაახლოებით ორ დღეში, თავად იტყვის ყველაფერს. ამასთან, ტარიელ ესებუა უარყოფს, რომ ის დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, ბადრი ესებუა მას არ დაკავშირებია.

რაც შეეხება წუხელ ესებუების სახლში ჩატარებულ ჩხრეკას, როგორც ტარიელ ესებუამ განაცხადა, სამართალდამცველებს არაფერი ამოუღიათ.

„მოჰქონდათ ტომრები, ცარიელი წაიღეს, არაფერი არ ამოუღიათ, არაფერი არ წაუღიათ. არ ვიცი, ჩემი შვილი სად არის. გამოძიება ყველაფერს დაადგენს. დღეს ან ხვალ გამოვა ჩემი შვილი და ნახავთ, იტყვის სიმართლეს ", - განაცხადა ტარიელ ესებუამ.

ტარიელ ესებუას განცხადებით, მას სჯერა, რომ საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე" ყაჩაღური თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. შსს-ში აცხადებენ, რომ ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Katana . მომკალით და, არც მე მჯერა, რომ ეს ბიჭია ბანკის დამყაჩაღებელი!
სურათი, სადაც იმ ტიპის ნიღბიანი სახე ახლო პლანშია გადაღებული და მხოლოდ მარცხენა თვალ-წარბი უჩანს, სულ სხვანაირი მოყვანილობის სახეა!..
ამ ფოტოზე ასახული ბიჭისაგან ვერაფრით ვერ მიიღებთ იმ გამოსახულებას, თორემ, ადრე თუ გვიან ალნათ დაიჭერენ და სცადონ!..
4 წლის უკან