გიორგი გახარია: საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებილი, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და მონაცემი ევროპაში

გიორგი გახარია: საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებილი, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და მონაცემი ევროპაში

2019 წელს საქართველოს მთავრობამ გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა დაიწყო. ამ გეგმის ფარგლები გაზიფიცრება დასრულდება საქართველოს 384 სოფელში, აქედან 92 დასახლებული პუნქტი და სოფელი სამეგრელოშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წალენჯიხაში გაზიფიცირების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს საკმარისი არ არის და ამიტომაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021-დან 2024 წლამდე გააგრძელოს გაზიფიცირების სამთავრობა პროგრამა, რომლის შედეგი იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი.

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის და ოჯახების 90% იქნება გაზიფიცირებილი. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და მონაცემი ევროპაში“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა