1 გუნდა ფარში, კარტოფილი და სტაფილო - ბიუჯეტური კერძი სადღესასწაულო სუფრისთვის

1 გუნდა ფარში, კარტოფილი და სტაფილო - ბიუჯეტური კერძი სადღესასწაულო სუფრისთვის

ინგრედიენტები

კატლეტი

ფარში - 300-400 გ

სტაფილო - 2 ც

კარტოფილი - 2 ც

მარილი და პილპილი გემოვნებით

წვენი

ხახვი - 1 ც

კარაქი - 30 მლ

ტომატპასტა - 30 გ

წყალი - 200 მლ

არაჟანი - 100 გ

მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები

სტაფილო და კარტოფილი გახეხეთ. გადაიტანეთ საწურში და ხელის მოჭერით გააცალეთ წყალი.

მშრალი ბოსტნეული შეურიეთ ფარშს, დაუმატეთ მარილი, პილპილი და ხორცის სუნელები გემოვნებით. ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს, დააგუნდავეთ და შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ზეთში. წყალში გახსენით ტომატპასტა და დაუმატეთ ხახვს. რამდენიმე წუთში დაუმატეთ არაჟანი, მარილი და პილპილი. ამ სოუსში ჩააწყვეთ კატლეტები და დაბალ ცეცხლზე 30 წუთით გააჩერეთ.