ჩილეში კონსტიტუციასთან დაკავშირებით ისტორიული რეფერენდუმი იმართება

ჩილეში კონსტიტუციასთან დაკავშირებით ისტორიული რეფერენდუმი იმართება

ჩილეში რეფერენდუმი მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, უნდა ჩაანაცვლოს თუ არა პინოჩეტის დროინდელი კონსტიტუცია მოქალაქეების მიერ შედგენილმა წესდებამ. ეს არის მთავარი საკითხი, რომლის გარშემოც გასულ წელს საპროტესტო აქციები იმართებოდა.

ხმის მიცემის უფლება, 2,715 საარჩევნო უბანზე 14,8 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. კანონის თანახმად, ჩილელებმა თავიანთი სახლების გარეთ ნიღბები უნდა ატარონ. ამომრჩევლებს მოუწოდეს, რომ საარჩევნო უბანზე საკუთარი კალმით მივიდნენ. ჩატარდა საარჩევნო უბნების დეზინფექცია.

ჩილეს მთავრობა და ოპოზიცია რეფერენდუმის ჩატარებაზე გასული წლის ნოემბერში შეთანხმდნენ. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ხელი მოაწერეს „შეთანხმებას მშვიდობისა და ახალი კონსტიტუციისთვის“. რეფერენდუმი აპრილში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გადაიდო, რასაც ანტისახელისუფლებო აქციები მოჰყვა.